ძებნა

понедельник, 10 января 2011 г.

მე მიყვარს სიცოცხლე

       მას შემდეგ,რაც ბიზნეს საქმიანობას მოვკიდე ხელი და,განსაკუთრებით,როცა დავრწმუნდი,რომ,მთავარია,იშრომე და არ დაგეზაროს,საქმე, უეჭველი,გამოსულია,მივხვდი, რომ ძალიან ბევრი რამე მინდა ცხოვრებაში და აქამდე არ მცოდნია.
       შეიძლება,გაგეცინოთ,მაგრამ,მართლა არ მცოდნია.ჩემი "ბევრი რამე" უკვე დაკონკრეტდა და იცით,რატომ?
        ყოველდღიური შრომის შედეგად და მუდმივი აზრთა გაზიარების შედეგად როცა სურვილებს ისრულებ,შენს მიზნებს ახორციელებ,ახალ მიზნებს ისახავ და ახალი სურვილები გიჩნდება,ხვდები,რომ საკუთარი თავის პატივისცემა მოგემატა,ხოლო რადგან საკუთარი თავის პატივისცემა მოგემატა,მეტად ამბიციური გახდი და აბსრტაქტული "ბევრი რამე" გადავიდა კონკრეტულ "ბევრ რამეში".უკვე ზუსტად იცი,რა და როგორ გინდა და რა გაქვს ამისთვის გასაკეთებელი.სულ წინ იყურები,პრობლემები არაფრად მიგაჩნია,მუდმივად იღიმი,სულ ბედნიერი ხარ.მიხვდი,რომ ასეთი სჭირდები შენ ადამიანებს,შენც ასეთი მომღიმარი,ბედნიერი ხალხი გჭირდება გარშემო და ამ ყველაფრის გამო უზარმაზარი ენერგია აკუმულირდება შენში,რომელიც რაკეტასავით წინ გისვრის და ახალ–ახალ მწვერვალებს გაპყრობინებს.
          მე მიყვარს სიცოცხლე,ის მშვენიერია!!!!!!!!!
      

მოტივაციის ძალა

        მივესალმები ჩემს მკითხველს!
მე დაინტერესებული ვარ კოუჩინგის თემით და რადგანაც ქართულად ამ თემაზე არანაირი მასალა არ არსებობს,ვკითხულობ რუსულ საიტებს.
       კოუჩინგი ნიშნავს სწავლებას.კოუჩი ანუ მასწავლებელი ანუ ტრენერი გასწავლის,გიტარებს კოუჩინგს.მე რადგანაც მაინტერესებს ბიზნესი,ვეძებ მასალებს ამ თემაზე.აჯერად ეს პუბლიკაცია ეხება თანამშრომლების მოტივაციას და მე,როგორც ხელმძღვანელი პირი,დავინტერესდი,რას ნიშნავს ეს და რისთვის არის საჭირო

          Мотивация персонала...

четверг, 6 января 2011 г.

გამოფხიზლება

მივესალმები ჩემს მკითხველს!

ხვალ შობაა.უბრწყინვალესი დღე.შობის მადლი შეეწიოს სრულიად საქართველოს.გაბრწყინდეს და ყველამ ერთად გავიხაროთ.

დღეს ახალი წლის მეექვსე დღეა.ყველამ ვიცით ქართული ტრადიცია.ეს თუ არა,აბა,სხვა რა ვიცით:):).ხვალისთვის მეც ვემზადები.უფრო სწორად,საღამოს უნდა დავიწყო მზადება.ამაღამ ლიტანიობაზე გავალთ მე და ბავშვები.ჩემი სახლის წინ წმ.ნინოს სალოცავია.მიყვარს ეს ადგილი.იშვითად შევდივარ,თუმცა შორიდან ვეფერები.




































ცოტა ხნის წინ მაილზე წერილი მივიღე და მინდა გაგიზიაროთ.


вторник, 4 января 2011 г.

"აფხაზური კანტატა"

      მივესალმები ჩემს მკითხველს.ამ ახალ 2011 წელს პირველად ვხვდებით ერთმანეთს.კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩემს ლამაზ ოჯახს და მთელ საქართველოს.

      ძველი წელი ძალიან საინტერესოდ გავაცილე.სკოლაში მივედი ჩემი უმცროსი შვილის კრებაზე,როგორც ყოველთვის,სემესტრის შედეგებს გავეცანით და იყო შემოთავაზება დამრიგებლისგან:
      –ბავშვები ზეიმს აწყობენ და ხომ არ მიიღებდით მშობლებიც მონაწილეობას?"– სამარისებური სიჩუმე დადგა... და მე გამოვაცხადე,დიდი სიამოვნებით წავიკითხავ "აფხაზურ კანტატას"–მეთქი.კარგიო,მითხრეს.
       მეორე დღეს უკვე ღონისძიებაა.მივედი სკოლაში.ვნერვიულობ ისე,რომ,ლამის,გული გამიჩერდეს.ჩემი გამოსვლის დროც დადგა და....
        ყველა მიყურებს გაკვირვებული,არ მოელოდნენ.ვერ გაიგეს, რას ვაკეთებ.გაფართოებულ თვალებს და დიდ კითხვის ნიშანს ვხედავ მათ თვალებში.